ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7846 ლარი იქნება. კ
ურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7831 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8938 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8902 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.