logo_geo
eng_logo
„გლობალური კვლევების ცენტრის“ 2016 წლის შეჯამება
- +

21 დეკემბერი. 2016. 17:56


 




„ეს წელი სირიის კონფლიქტით და მისი უკიდურესი გამწვავებით იყო გამორჩეული", - ამის შესახებ „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრესკონფერენციაზე დევდარიანმა ცენტრის მიერ განვლილი წელიწადი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა, რომლებიც 2016 წელს, თავიანთი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით იყო გამორჩეული.


„გლობალური კვლევების ცენტრი" არის ორგანიზაცია, რომელიც აქტუალურ თემებს ყოველთვის საექსპერტო შეფასებებით, დასკვნებითა და კონფერენციებით პასუხობს.  მაგალითისთვის მოვიყვან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 1000-გვერდიან დოკუმენტს, რომლის ანალიზიც არცერთ ორგანიზაციას არ გაუკეთებია.

 

ეს წელი სირიის კონფლიქტით და მისი უკიდურესი გამწვავებით იყო გამორჩეული,ასევე ჩვენთვის - ორი არჩევნებით - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებითა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებით. ამავე პერიოდში იყო ასევე ავსტრიის არჩევნებიც და აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ როგორ დაეცა არჩევნების მიმართ ნდობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლურ სამყაროშიც.

 

კიდევ ერთი მოვლენა, რა მიზეზითაც ამ წელმა თავი დაგვამახსოვრა, ეს არის ლარის რეკორდული გაუფასურება და საუბედუროდ, ამ მხრივ პროგნოზები არცთუ საიმედოა", - აღნიშნა ნანა დევდარიანმა.   

 

აქვე ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები მიმოიხილა. როგორც არჩვაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ აქცენტი ფასების სტაბილურობაზე უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობის შემოსავლების მსყიდველუნარიანობა არ გაუარესდეს.

 

იოსებ არჩვაძე ხელისუფლებას ფართო საზოგადოებრივი დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

„ხელისუფლებისა და მედიის ყურადღება, ბოლო პერიოდში, ეკონომიკურ საკითხებსა და ლარის კურსზეა გადატანილი. ამ საკითხმა, თავისი აქტუალობითა და აჟიოტაჟით, ბევრი სხვა სახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემა გადაფარა. 

 

საქართველოს მცირე ზომის ეკონომიკა აქვს და მასზე გავლენას მსოფლიო პროცესებში მიმდინარე ტენდენციები ახდენს. ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, აქცენტი ფასების სტაბილურობაზე ავიღოთ, რომ მოსახლეობის შემოსავლების მსყიდველუნარიანობა არ გაუარესდეს.

 

ხელისუფლება იმის მიხედვით კი არ უნდა შევაფასოთ, როგორი აქვს ლარს კურსი, არამედ იმისდა მიხედვით, როგორ იცვლება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. იმ შემთხვევაში, თუ ასე მივუდგებით, მაშინ ლარის კურსის ცვალებადობა ასეთი მტკივნეული აღარ იქნება. ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტ ფართო საზოგადოებრივ დიალოგს საჭიროებს.

 

ასევე მინდა იმ შიდა ფაქტორებსაც შევეხო, რომლებიც ლარის გაუფასურების პროცესში გარკვეულ გავლენას ახდენს. შიდა ფაქტორია საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა.

 

ჩვენი ეკონომიკური პროცესები თუ ამ ტემპით განვითარდა, მაშინ დიდი ხნით ვართ განწირულები", - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.  

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner