18 თებერვალი საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, მწერლის, მთარგმნელის, არაერთი თაობის მასწავლებლის არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა. არმაზ სანებლიძე 1936 წლის 18 თებერვალს დაიბადა. მას დღეს 80 წელი შეუსრულდა.
არმაზ სანებლიძე 55 წელიწადზე მეტია, ქართულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. მისი პირველი რეპორტაჟები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთში ჯერ კიდევ 1955 წელს დაიბეჭდა.
წლების მანძილზე რედაქტორობდა გაზეთებს „მოლოდიოჟ გრუზიი", „ახალგაზრდა კომუნისტი", „საქართველოს რესპუბლიკა". 1977 წლიდან მუშობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1985 წლიდან - თავმჯდომარედ. 2004 წლიდან ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო გაზეთ „ასავალ-დასავალში", 2009 წლიდან კი - „საქართველო და მსოფლიოში"".
არმაზ სანებლიძის პუბლიცისტური ნამუშევრები გამოცემულია წიგნად, სახელწოდებით „ერთი წლის მონაგარი".
არმაზ სანებლიძე არის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, სერგი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის" პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის, უკრაინის „დამსახურებისთვის" და სხვა ორდენებითა და მედლებით.
„რეპორტიორი" ქართველი ჟურნალისტების სახელით ულოცავს ბატონ არმაზ სანებლიძეს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
იხილეთ:
ღვაწლმოსილ ჟურნალისტ არმაზ სანებლიძეს აკაკი წერეთლის პრემია მიენიჭა: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=171