საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართველ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს ოთარ ბაღათურიას, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" გადასცა.
საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი ავტორია პიესებისა: „ვინ დაიცავს დღეს, ავი ლომისაგან ტყეს", „ამიკო", „საშობაო ზღაპარი". „მეფე ლირი თავშესაფარში".
ოთარ ბაღათურია თავად იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმისა „ბოთე".
სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში 2011 წელს, საკუთარი პიესის მიხედვით, ოთარ ბაღათურიამ დადგა სპექტაკლი „ჭურში?!". მისი პიესა „მეფე ლირი თავშესაფარში" 2001 წლის საუკეთესო პიესად არის აღიარებული.
ამჟამად ოთარ ბაღათურია მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორია. 2013 წელს, ამავე თეტრის წინ მისი სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.