logo_geo
eng_logo
საყოველთაო ჯანდაცვით ბოლო 4 წლის განმავლობაში 2,4 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა
- +

21 დეკემბერი. 2016. 18:14


 



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე ქვეყნის მილიონი მოქალაქე ვერანაირი ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობდა.


ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2 მილიონ 400 ათასმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით. აქედან მილიონი იყო ის ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის" დროს ვერ სარგებლობდა ვერანაირი ჯანდაცვით. მათი მდგომარეობა იყო სასოწარკვეთილი და ისინი ყველაფერს ყიდდნენ, ათა საკუთარი თავი გადაერჩინათ. ქვეყანაში, ყოველი მესამე იპოთეკარი არის მსხვერპლი არასაყოველთაო ჯანდაცვის, რომელიც იყო 2004-2012 წლებში. არსებობდა ყოველი 25- ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში ვერ წვებოდა და სიკვდილისთვის იყო განწირული. დღეს ასეთი ადამიანები აღარ არსებობენ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner