logo_geo
eng_logo
გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელ ახალგარდზას ეძებს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი
- +

21 დეკემბერი. 2016. 18:20




გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელ ახალგარდზას ეძებს. იგი ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.


გერმანული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც პოლიციამ შეცდომით უდანაშაული მამაკაცი დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა, ახალი ეჭვმიტანილის შესახებ გახდა ცნობილი.


გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილის ID ბარათი იპოვა.


სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის შეიარაღებულია და შესაძლოა, თანამზრახველებიც ჰყავდეს.


19 დეკემბერს, ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა შევარდა.   შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული კი საავადმყოფოში მოათავსეს.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner