გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელ ახალგარდზას ეძებს. იგი ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
გერმანული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც პოლიციამ შეცდომით უდანაშაული მამაკაცი დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა, ახალი ეჭვმიტანილის შესახებ გახდა ცნობილი.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილის ID ბარათი იპოვა.
სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის შეიარაღებულია და შესაძლოა, თანამზრახველებიც ჰყავდეს.
19 დეკემბერს, ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული კი საავადმყოფოში მოათავსეს.