თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ელბაქიძის ქუჩაზე ლომბარდი დააყაჩაღა, რის შემდეგაც მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.