კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან. მათი მტკიცებით, ჟოზეფ კაბილა კონსტიტუციის შეცვლასა და პრეზიდენტის თანამდებობაზე მესამე ვადით კენჭისყრას გეგმავს. კაბილას უფლებამოსილების ვადა 20 დეკემბერს ამოეწურა. გამოსვლები უკვე 3 დღეა გრძელდება.
კინშასას პარალელურად, მასობრივი გამოსვლები ქვეყნის სხვა ქაალქებშიც მიმდინარეობს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებებს 26 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით აქტივისტი დაკავებულია.
ჯოჟეფ კაბილა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკვე 15 წელია მართავს და აპირებს, ხელისუფლებაში მომდევნნო არჩევნებამდე დარჩეს, რომელიც 2018 წლის აპრილშია დანიშნული.