logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ღარიბაშვილის დაბრუნება გუნდს წარმატებას მოუტანს!
- +

24 მარტი. 2016. 12:40



ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება. მისი მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე წარმატების მომტანი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე მმართველი გუნდისთვის.


„ღარიბაშვილის დაბრუნება იქნება დიდი წარმატების მომტანი მმართველი გუნდისთვის. ის იყო შესანიშნავი პოლიტიკოსი, ხელმძღანელი და თუ ის დაბრუნდება აქტუალურ პოლიტიკაში ნებისმიერ პოზიციაზე, ეს წაადგება კოალიციასაც და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. უდიდესი პატივისცემის ღირსია ეს ახალგზარდა კაცი, მან მოკლე ხანში ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა", - განაცხადა თოფაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ინფორმაცია გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. 

 

„ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ. ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner