logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თორემ „ასო“- ებმა რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა, ყველამ ვნახეთ!
- +

21 დეკემბერი. 2016. 22:33


 


არასამთავრობო ორგანიზაცია მოკლედ ასე იშიფრება - „ასო"...

ჰოდა, ახლაც რომელიღაცა „ასომ" - ქვეყნის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებაო და „ქამრები შემოვუჭიროთო". ანუ, დაფინანსება მოვუკლოთო. ანუ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე აღარ ვიზრუნოთო.

არადა, ახლა, ამ წამს, ისევ იმ „შავ-ბნელ" დროს ვიხსენებ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე რომ არ ზრუნავდნენ და ქვეყნის ტერიტორიების ოც პროცენტზე მეტი რომ დავკარგეთ!

დიახ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე რომ არ ზრუნავდნენ, იმიტომაც თვლიდნენ „მაღლები" ქართულ მიწებს ქვა-ღორღად!

დიახ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე რომ არ ზრუნავდნენ, იმიტომაც ნახა მთელმა მსოფლიომ გორის ქართულ მიწაზე გაშხლართული „აყლაყუდა"!

დიახ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე  რომ არ ზრუნავდნენ, იმიტომაც წევს ქართული გენოფონდი ქართულ მიწაში!

საუბედუროდ, ბევრი არამკითხე „ასო" თავის „ჭკუაზე" (ჭკუა თუ ჰქვია ამას) ატარებდა წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებას.

არც ახლა აკლებენ!

არადა, როცა ჩვენს ირგვლივ  ტერორიზმს ფრთები აქვს გაშლილი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმაღლეს რანგში უნდა იყოს აყვანილი, ერთი „ასო" და შემდეგ ამ „ასო "-ს  მიმდევრები სრულ იდიოტიზმს ქადაგებენ!

დიახ, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე!


დიახ, სახელმწიფო ვალდებულია უსმინოს ხალხს და არ იაროს „გუშინ" „დაბერტყილი" „ასო"-ების ჭკუაზე!


დიახ, დღეს, როგორც არასდროს - უნდა გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ათასი ჯურის „ასო"-მ და ტერორს მოწყურებულმა მოძალადეებმა საქართველოშიც არ გაიდგან ფესვები!

„ასო"-ებმა რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა - ყველამ ვნახეთ!

კმარა!

დიახ, კმარა!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner