logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვის სამინისტრო სერიოზულ ოპტიმიზაციას საჭიროებს
- +

21 დეკემბერი. 2016. 23:20


 

 

„მესმის ნებისმიერი ადამიანის, სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურის დაკარგვა ძალიან რთულია, მაგრამ მინდა პირდაპირ ვთქვა, სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს სერიოზულ ოპტიმიზაციას",- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხდა. სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას და რეორგანიზაციის პროცესს  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სერიოზულ ოპტიმიზაციას საჭიროებს, რათა სფერო განვითარდეს და NATO-ს სტანდარტებს მიუახლოვდეს

 

„მესმის ნებისმიერი ადამიანის, სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურის დაკარგვა ძალიან რთულია, მაგრამ მინდა პირდაპირ ვთქვა, სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს სერიოზულ ოპტიმიზაციას. მე არ ვამბობ ამას დღევანდელი გადმოსახედიდან. მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრისთვის, რომელიც თავდაცვას ხელმძღვანელობდა, ეს პრობლემა ნათელი იყო და სერიოზული სიმწვავით იდგა. ეს ამოტრიალებული პირამიდა უნდა გამოვასწოროთ, რეალურად უნდა ჩავჯდეთ იმ სტანდარტებში, რასაც NATO-ს  სტანდარტი ჰქვია. თავად სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხშირ შემთხვევაში უფროსი ოფიცრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უმცროსი ოფიცრები, რომელთა საჭიროება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. ასევე, შეიძლება სამხედრო პოლიციის რიცხოვნობა გადამეტებული იყოს, აჭარბებდეს პროპორციულად საერთო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და თანაფარდობა იყოს არასწორი. ადამიანურად, ჩემი პოზიციიდან გამომდინარეც, მე თანავუგრძნობ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომელიც სჭირდება თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს, ეროვნული თავდაცვის ინტერესებს. ამიტომ, ვწუხვარ, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner