logo_geo
eng_logo
„სკოლებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რომ V-VI კლასელებს რეპეტიტორები სჭირდებათ“
- +

21 დეკემბერი. 2016. 23:21


 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ  სკოლებში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად რეალური მოთხოვნებისგან სასწავლო პროგამაში ჩამორჩენის საკითხი რჩება.


მისი თქმით, საქართველოში 66 ათასი ბავშვი სარგებლობს სასკოლო ავტობუსებით და ამ მიზნით სახელმწიფო წელიწადში 20 მლნ ლარს ხარჯავს. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კლასში 35-ს არ აჭარბეს. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ კლასებში მოსწავლეთა გადაჭედილობის და მოსწავლეთა სკოლამდე ფეხით სიარულის პრობლემაზე მეტად აღსაზრდელების სასწავლო პროგამაში ჩამორჩენის საკითხი დგას.


„კლასში ბავშვების რაოდენობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს და ის უკავშირდება სასწავლო პროგამის ჩამორჩენის საკითხს რეალური მოთხოვნებისგან. სკოლებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რომ რეპეტიტორები სჭირდებათ V-VI კლასელებს, რაც ალბათ წარმოუდგენელია და XI-XII კლასში ლამის აღარაფერი აქვთ საქმე. რაც პირიქით უნდა იყოს. ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს და მაღალ კლასებში უნდა იყოს აქცენტი სწორედ აკადემიურ მოსწრებაზე და ამ მიმართულებით ბევრი სამუშო გვაქვს ჩასატარებელი", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner