logo_geo
eng_logo
გერმანიამ ანის ამრიზე ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა
- +

22 დეკემბერი. 2016. 00:16


 


გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის, 24 წლის ტუნისელი ანის ამრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა. ეჭვმიტანილს მთელი ევროპის ტერიტორიაზე ეძებენ. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ანის ამრი შესაძლოა, შეიარაღებული და საშიში იყოს.


BBC-ის ინფორმაციით, ანის ამრი 1992 წელს ტუნისის ქალაქ ტატავინში დაიბადა. თავის სამშობლოში ის ცნობილია, როგორც რადიკალური ისლამის მიმდევარი.


ევროპაში ის არალეგალურად ჩავიდა 2011 წელს. მას ერთდროულად სამი პასპორტი ჰქონდა - ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბანის მოქალაქეების.


გერმანული მედიის ცნობით, ამრი იტალიაში 2012 წელს ჩავიდა, გერმანიაში კი 2015 წელს გადავიდა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა და 2016 წლის აპრილამდე დროებითი ცხოვრების უფლება მიიღო.


ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლების განცხადებით, ანის ამრის გერმანიაში თავშესაფარზე ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში უთხრეს. უნდა მომხდარიყო მისი დეპორტაცია, თუმცა ტუნისი პროცესს აჭიანურებდა და გერმანიაში საჭირო დოკუმენტებს არ აგზავნიდნენ.


გერმანიის პოლიციამ აღიარა, რომ 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმამდე ამრი პოტენციურად საშიში ადამიანების სიაში იყო, რაც მის რეგულარულ შემოწმებას ითვალისწინებდა. ის ჯერ კიდევ იანვარში შიყვანეს იმ პირთა სიაში, რომლებსაც ექსტრემისტებთან აქვთ კავშირი.


გამოცემა Bild-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყბინება, რომ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან", რომელმაც ბერლინში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.


გავრცელებული ცნობით, ანის ამრი დაშავდა პოლონელ მძღოლთან ბრძოლისას, რომლის სატვითო მანქანაც მან გაიტაცა და ტერაქტის დროს გამოიყენა. მძღოლის, ლუკაშ ურბანის  ცხედარი მანქანაში იპოვეს. მას ჯერ დანით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner