logo_geo
eng_logo
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს
- +

22 დეკემბერი. 2016. 01:05


 


ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი ხუთწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ შეიწყალეს. 71 წლის ექს-პრეზიდენტს ბრალად ორი ქალის გაუპატიურება ედებოდა და  7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კაცავმა რამლაში არსებული საპყრობილე უკვე დატოვა. ისრაელის შეწყალების კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ კაცავის თხოვნა 17 დეკემბერს დააკმაყოფილა.


Times of Israel-ის მიხედვით, პროკურორებმა კაცავის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს, რადგან მას არ გამოუხატავს არანაირი სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო.


ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობების თანახმად, მშობლიურ ქალაქ კირიათ-მალახში დაბრუნდებისთანავე, კაცავი დაიწყებს პატიმრის რეაბილიტაციის პროგრამას. მას ეკრძალება მუშაობა ისეთ თანამდებობებზე, სადაც მისი ხელქვეითი ქალები იქნებიან, ინტერვიეუბის მიცემა და ევალება შიდა პატიმრობაში ყოფნა ორი წლის მანძილზე.


კაცავი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 2000-2007 წლებში იკავებდა. 2010 წელს, იგი ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. ის ასევე დამნაშავედ ცნეს თავისი ხელქვეითის გაუპატიურების ორ შემთხვევაში, ხოლო 2011 წელს - გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner