logo_geo
eng_logo
უკრაინის მთავრობამ ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურა დაამტკიცა
- +

22 დეკემბერი. 2016. 03:06



უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახელმწიფო საწარმოს, პოლიგრაფიული კომბინატის „უკრაინას" დირექტორის, მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქნა მიღებული.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მოგვიანებით მთავრობამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მაქსიმ სტეპანოვმა გაიმარჯვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner