logo_geo
eng_logo
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის ელჩის მკვლელს ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერად მიიჩნევს
- +

22 დეკემბერი. 2016. 11:30



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო. თავად გიულენი კი ელჩზე თავდასხმასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.


„აზრი არ აქვს დამალვას, რომ ის გულენის ქსელის ნაწილი იყო. მისი კავშირები ამაზე მიუთითებს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ასევე კავშირები ჰქონდა საზღვარგარეთ, თუმცა ერდოღანს დეტალები არ დაუკონკრეტებია.


რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა კოალიციამ „ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო, რომელშიც დაჯგუფება „ალ-ნუსრას ფრონტი" შედის. თუმცა, ორივე დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.


შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner