თბილისში გოგირდის აბანოების თანამშრომლები საპორტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციაზე აცხადებენ, გაფიცვის მიზეზი კომპანია GWP-ს მიერ წყლის მაღალი გადასახადის დაწესებაა. მათ რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს, თუმცა პატრულის თანამშრომლებმა გზა სწრაფადვე გახსნეს.
აბანოს თანამშრომლები აპირებენ აქციების პერმანენტულად გამართვას. ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ.