logo_geo
eng_logo
მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა გაიმართება
- +

24 მარტი. 2016. 12:28



24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) გაიხსნება მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები". გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები", „მანეკენი და სიცოცხლე", „გრაფიკული ფოტოები", „ფერწერული ფოტოები", „აკვარელი", „შუქ-ჩრდილები" და სხვა.


დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს მანანა მენაბდის მიერ 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.


ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY. ფოტოგამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი.


მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მენაბდის პერსონალური გამოფენები  ხშირად ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner