გაუფასურების შემდეგ, დღეს დილიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გამყარების ტრენდი აქვს.
ვაჭრობა $1/2.8125 ლარიდან დაიწყო. თბილისის დროით 11.10 საათისთვის კი, ერთი აშშ დოლარი 2.7750 ლარი ღირს. ფიქსირდება 1,4%-იანი გამყარება.
Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, 1 დეკემბრიდან ლარი დოლარის მიმართ 8.8% არის გაუფასურებული.
ამასთან, ოთხშაბათს ლარის გაუფასურება შეაფასა საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-მა, განაცხადა, რომ ლარი მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა, სამართლიანი ფასი კი, 2,55 ლარია. ბანკი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების მოვლენები შესაძლოა ლარის გაუფასურების ფსკერია, იმ შემთხვევაში, თუ თურქული ლირა დასტაბილურდება.