logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: გიდასტურებთ, შინაგან საქმეთა სამინსიტრო ბალასტი ადამიანებისგან გათავისუფლდება!
- +

22 დეკემბერი. 2016. 14:24


 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც უწყებიდან ბალასტი ადამიანების დათხოვას ეხებოდა, კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამშრომლები, რომლებიც პოლიციელის მუნდირს შეურაცხყოფას აყენებენ, ნამდვილად დატოვებენ უწყებას. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას, წახალისდებიან და დაწინაურდებიან.


„გუშინ, ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციას შეეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მე ვიხმარე სიტყვა ბალასტი. გიდასტურებთ, დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და სწორედ ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლდება შინაგან საქმეთა სამინსიტრო, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელია, რომ იყვნენ ასეთი ადამიანები. ბუნებრივია, გამორიცხული არ არის, რომ 40 000-მდე თანამშრომელში ასეთი ადამიანებიც იყვნენ.

 

ასევე, აქვე განვმარტავ, რომ თავის თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ის თანამშრომელი, ღირსეული პოლიციელები, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ ყველას უსაფრთხოებას. ასეთი თანამშრომლები არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდეც სისტემაში", - განაცხადა გიორგი მღებრივილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner