შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც ამოწურული აქვთ რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაემშვიდობებიან.
„მე დავალებული მაქვს ჩემი მოადგილეებისთვის და დეპარტამენტების ხელმძღვანელებისთვის, რომ წარმომიდგინონ სია იმ თანამშრომლებისა, რომლებიც მთელი თავისი საქმიანობის პერიოდში ნაკლებად პროდუქტიული იყვნენ. თითოეულ მათგანს გავივლით ინდივიდუალურად. ადამიანებს, რომლებსაც ამოწურული აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის რესურსი, მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.