logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართ კანონმდებლობის შერბილებას არ ვაპირებთ
- +

22 დეკემბერი. 2016. 14:48



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, ე.წ. კანონიერი ქურდების მუხლთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მუხლი ე. წ. კანონიერი ქურდების შესახებ ბუნდოვანია და დაზუსტებას საჭიროებს.


მე სპეციალური ჯგუფიც გავგზავნე იტალიაში, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ და ამ საკითხზე ვმუშაობთ. რანაირად შეიძლება შევარბილოთკანონიერი ქურდების" წინააღმდეგ სანქციები? - შერბილებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თუ რამე ცვლილება მოხდება, მხოლოდ გამკაცრების კუთხით", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner