ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაუბრუნებისა და პარტიის საქმიანობაში ჩართვის საკითხი არ განიხილება.
„ყოფილ პრემიერთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი. ვერაფერს გეტყვით..." - განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ასეთი კონსულტაციები, თეორიულად, შესაძლებელია გაიმართოს.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების შემდეგ. თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა კობახიძემ.