logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩემთვის ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე საზოგადოება არ არის
- +

22 დეკემბერი. 2016. 16:11



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დანაშაულის სტატისტიკაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სტატისტიკის გამოქვეყნების ნაწილში ის საზოგადოებრივ დაკვეთას ვერ გრძნობს.


არ შეიძლება წლის ბოლომდე ითვლებოდეს რაიმე და ქვეყნდებოდეს ყოველთვიურად. ჩვენ მაქსიმალურად, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებით ვითვლით და ვაქვეყნებთ ამ სტატისტიკას. თქვენ რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოითხოვოთ წლის სტატისტიკა, ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ჯერ არავის აქვს დათვლილი. ჩვენ მუდმივად, ასე ვთქვათ დათვლის რეჟიმში ვიმყოფებით, რადგან, რატომღაც ასეთი ფონი მიეცა ამას, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა არის ეს. საზოგადოებრივ დაკვეთას მე ამ ნაწილში ვერ ვგრძნობ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე საზოგადოება არ არის. ჩემთვის უფრო ფართო მასშტაბებია საზოგადოება", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მინისტრის თქმით, სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე არ ქვეყნდება და უწყება ინფორმაციას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ „საქსტატს" უგზავნის.


შსსსაქსტატს" აწვდის ინფორმაციას სტატისტიკის შესახებ კვარტალში ერთხელ. შესაბამისად, კვარტალში ერთხელ ამ სტატისტიკას აქვეყნებსსაქსტატი". სტატისტიკას არ ვაქვეყნებ მე,ანუ შსს, ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს მოთხოვნით. ეს არის საჯარო ინფორმაცია და მე არანაირი უფლება არ მაქვს და არც არავის შსს-ში, რომ სტატისტიკური ინფორმაცია დაფაროს და არ გამოაქვეყნოს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner