შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის.
„ამ დროის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის, მაგრამ ზუსტი ციფრები გვეცოდინება წლის ბოლოს, როდესაც დავითვლით მუხლობრივად და იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლება სტატისტიკური მონაცემები.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია. ამაზეც კი გვაკრიტიკებენ ჩვენი ოპონენტები - როგორაა ასეთი მაღალი გახსნის მაჩვენებელი არ სჯერათ. ყველა მძიმე კატეგორიის დანაშაული ფაქტობრივად გახსნილია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.