logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ამჟამად რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერია
- +

22 დეკემბერი. 2016. 16:14



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერია.


ჩვენ კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს, თუმცა, უკვე დღეს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერები ვართ.

 

სამხედროები არ უნდა მოდუნდნენ. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ თუ  ერთი წუთით მაინც მოვდუნდებით, თუ არმიისა და ფლოტის მოდერნიზაციაში თუნდაც ერთ არსებით შეცდომას დავუშვებთ, შეიარაღებული ძალების მომზადებაში სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და რუსეთი ვერც მოასწრებს ამის შემჩნევას", - განაცხადა ვლადიმ პუტინმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner