logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი
- +

22 დეკემბერი. 2016. 17:48



მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.


„მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი. როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ქმედების ჩადენის ფაქტს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. შესაბამისად, ეს საქმე ჩემს პირად კონტროლზე არის. გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვებთ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოგვცემს შესაბამის ბრალის სტანდარტს, ჩვენ მივიღებთ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დასძინა, რომ საჯაროდ დეტალებზე საუბროსას თავს იკავებს, რადგან გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner