logo_geo
eng_logo
ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში
- +

24 მარტი. 2016. 12:33



ვინ იქნება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში - ამ თემაზე პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს, თუმცა კონკრეტულ გვარებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს:


„სიას რაც შეეხება, ჯერჯერობით არ არის მიზანშეწონილი არცერთი სახელის დაკონკრეტება. თავს ვიკავებთ შეგნებულად. მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს. სადაც საჭიროა საპარლამენტო მუშაობის გაძლიერება, ეს არის კანონშემოქმედებითი სფერო, ეკონომიკის და ფინანსების, ასევე საგარეო მიმართულების სფერო", - განაცხადა კობახიძემ.

 

შეკითხვაზე - „20/30"-ის ექსპერტები თუ იქნებიან სიაში, კობახიძე პასუხობს:

 

„გამორიცხული არაფერია. „20/30"-ში წარმოდგენილი არიან კვალიფიციური ადამიანები, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ საზოგადოების წევრები აღმოჩნდნენ სიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner