logo_geo
eng_logo
„პროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს“
- +

22 დეკემბერი. 2016. 17:48



მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დავით ოთხმეზურის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, თუმცა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.


„ჩვენ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები და წარვადგინეთ ისინი, თუმცა სასამართლომ მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წელს მოხდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ 2016 წლის 29 მარტს განაცხადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner