საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან" საუბარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა იღუმენიების - ნინო ამილახვარისა და თამარ მარჯანიშვილის გარდა, დღევანდელ სხდომაზე წმინდანებად ორი მეფე - ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი, ასევე ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე შერაცხა.
მიტროპოლიტი გერასიმე წმინდა სინოდის სხდომის მდივანი იყო. მისივე განმარტებით, წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„წმიდათა დასში შეირაცხნენ იღუმენია ნინო ამილახვარი, სქიმიღუმენია თამარ მარჯანიშვილი, საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე, იმერეთის მეფე სოლომონ პირველი და კათოლოკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე", - განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ.