სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი მოსკოვში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ევგენი ჯუღაშვილი 80 წლის გახლდათ.
ჯუღაშვილი სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის იოსებ სტალინის შვილის, იაკობ ჯუღაშვილის ოჯახში 1936 წელს დაიბადა. მისი მამა იაკობი 1943 წელს გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.
ევგენი ჯუღაშვილი სიცოცხლეში სამხედრო-სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობდა.