logo_geo
eng_logo
თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი მოსკოვში დაკრძალეს
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:54



რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი, რომელიც ანკარაში 19 დეკემბერს მოკლეს, 22 დეკემბერს მოსკოვში დაკრძალეს. დაკრძალვამდე ელჩთან გამომშვიდობების ცერემონია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მონაწილეობდნენ. დაღუპულ ელჩს პანაშვიდი რუსეთის პატრიარქმა კირილემ გადაუხადა.


ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინმა თურქეთში დაღუპულ ელჩს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. პუტინმა განაცხადა, რომ კარლოვი სამშობლოს ემსახურებოდა და გმირულად დაიღუპა.


შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი ანკარაში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა მოკლა. მან ელჩს ცხრაჯერ ესროლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner