23 დეკემბერს, 18.30 საათზე, მწერალთა სახლში, ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროს მხარდაჭერით დაარსდა, საქართველოს მწერალთა სახლისა და გამომცემლობა „დიოგენეს" ერთობლივი პროექტია და წელს პირველად გაიცემა.
გამარჯვებული გამოვლინდება ორ ნომინაციაში: პოეზიის წიგნად გამოცემული თარგმანი,
პოეზიის ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული თარგმანი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.