logo_geo
eng_logo
„ოლიმპიურ კომიტეტში დღევანდელი არჩევნები უპრეცედენტოა, რადგან არ არსებობს გარე ძალების ჩარევას ადგილი არ აქვს“
- +

22 დეკემბერი. 2016. 23:05



„როცა ადამიანი არჩევნებზე მიდის, წაგებაზე არასოდეს ფიქრობს და მე მით უმეტეს, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ იმ წუთიდან, როცა არჩევნებზე ფიქრი დავიწყე და კამპანიაში ჩავები", - ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტები კომუნიკაციის ნაკლებობას უჩივიან.


კონსულტაციები მქონდა სპორტულ ფედერაციებთან, გამოჩენილ სპორტსმენებთან და  ვეტერანებთან. ვიცი, რომ უმრავლესობა მხარს მიჭერს და გამარჯვებაში  ეჭვი არ მეპარება. 2004 წელს, როცა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი დავტოვე, გადავწყვიტე, ოპლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობაზე კენჭი მეყარა, მაგრამ სახელმწიფო ზეწოლა იმდენად დიდი იყო, ამაზე უარი ვთქვი. დღევანდელი არჩევნები კი უპრეცედენტოა. არ არსებობს სახელმწიფო კანდიდატი და გარე ძალების ჩარევას ადგილი არ აქვს. 2012 წლამდე სულ სახელმწიფო კანდიდატი იყო და მუდმივად ზეწოლა ხორციელდებოდა, ახალა კი, ყველაფერი გამჭვირვალედ მიდის, რაც 2012 წელს მომხდარი პოლიტიკური მოვლენის გამოძახილია.

 

ოლიმპიურ კომიტეტსა და ფედერაციებს შორის სათანადო კომუნიკაცია არ არის. ჩვენი გუნდი კი ფიქრობს, რომ სპორტული ფედერაციები წარმმართველნი უნდა იყვნენ. მათ მეტი თავისუფლება და ჩვენგან, სპორტის სამინისტროდან, პარლამენტის კომიტეტისგან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მაქსიმალური დახმარება უნდა ჰქონდეთ. ფედერაციებმა უნდა შეარჩიონ სპორტსმენები, მწვრთნელები, ჩვენ კი, უნდა მივეხმაროთ და შევუქმნათ ყველა პირობა, რომ 4 წელიწადში ოქროსთვის, ვერცხლისთვის და ბრინჯაოსთვის მებრძოლი სპორტსმენები გვყავდეს", - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა.


როგორც მან აღნიშნა, პრობლემები ბევრია, მაგალითად ის, რომ სპორტული მენეჯერების ნაკლებობაა და ფედერაციის ცხოვრებაში რეგიონები ნაკლებად არიან ჩართულნი.


ფედერაცია რეგიონთან ახლო ურთიერთობაში უნდა იყოს, რათა მუნიციპალიტეტებიდან და ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, რეგიონიდან წარდგენილი სპორტსმენისთვის მეტი საშუალება მოიპოვოს. ოლიმპიური კომიტეტი ყველა რეგიონშია, მაგრამ მათგან, საქმეს მხოლოდ რამდენიმე აკეთებს. მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენის მისასალმებელი ღონისძიებისა და ბანკეტების მოწყობა არ კმარა. რეგიონული ოლიმპიური კომიტეტი ადგილობრივი სპორტსმენის ცხოვრებაში თავიდანვე ჩართული უნდა იყოს. ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ სპორტულ-სამედიცინო, დიაგნოსტიკურ-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რაც აუცილებელია. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ ოლიმპიური კომიტეტის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საერთოდ არ არის. ჩვენი პროგრამა მათთვის სათანადო გარემოს შექმნას ითვალისწინებსასეთი საკითხები საკმაოდ ბევრი დაგროვდა და მე და ჩემს გუნდს მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს კეთდება, ჩვენ შეგვიძლია, უფრო უკეთესად გავაკეთოთ", - განაცხადა მეძმარიაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოში ყინულის სერიოზული დარბაზი აუცილებლად უნდა გაკეთდეს.


„სად გაკეთდება ეს, თბილისში, ბაკურიანში თუ სხვაგან, სხვა თემაა, მაგრამ ყინულის დარბაზი აუცილებელია ფიგურული სრიალისთვის, ჰოკეისთვის და შორტრეკისთვის. გარდა ამისა, ეს ჯანმრთელობის ობიექტი იქნება. ძალიან კმაყოფილი ვარ პრემიერის ინიციატივით, რომ ბაკურიანში ბიატლონის ტრასა უნდა აღდგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ჩვენი სპორტსმენები მოემზადებიან და რაც მთავარია, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე,  ისევე როგორც ძველად, მოსამზადებლად უცხოელი სპორტსმენებიც ჩამოვლენ", - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner