სირიის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა და ხუთწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ნოემბრის ბოლოს, ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ავიაიერიშების დახმარებით შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ, სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოს მნიშვნელოვანი ადგილები დაიბრუნა.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.
გაერო-ს მონაცემების თანახმად, 2011 წელს დაწყებული ომის შემდეგ, სავარაუდოდ, მოკლულია 400,000 სირიელი, 4.81 მილიონზე მეტი ქვეყნიდან გაიქცა.