ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ოჯახს და „საქართველოს რეპუბლიკის" ჟურნალისტურ კოლექტივს გულწრფელად ვუსაძიმრებ რედაქტორატის წევრის, გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის რუსლან რუსიას გარდაცვალების გამო.
უმაღლესი რანგის პროფესიონალი, განათლებული და პრინციპული, უღალატო და საქმისთვის თავდადებული, ნაღდი ქართველი პატრიოტი და ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მოქალაქე - ასეთი იყო და ჩვენს ხსოვნაში ასეთად დარჩება ჩვენი ძმადნაფიცი და რაინდი კოლეგა, უკეთილშობილესი პიროვნება.
დიდი, ძალიან დიდი კაცი!