BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინადადებით გამოდის, ამერიკის ბირთვული არსენალი არსებითად გაიზარდოს.
როგორც ამერიკული მედია იუწყება აღნიშნული ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელ twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
„აშშ-მ არსებითად უნდა გაზარდოს და განავითაროს თავისი ბირთვული ძლიერება იქამდე, ვიდრე მსოფლიო არ დაიწყებს ბირთვული იარაღის ფხიზლად შეფასებას", - წერს დონალდ ტრამპი. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს გამონათქვამში „ფხიზლად შეფასება".
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს ბირთვული არსენალის მოდერნიზაციის იდეით წლის დასაწყისში ბარაკ ობამაც გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ twitter-ის მომხმარებლებმა უმეტესად უარყოფითი რეაგირება მოახდინეს ტრამპის ამ განცხადებაზე და გამოთქვეს აზრი, რომ ბირთვული არსენალის გაზრდა საშიშია, ხოლო თავად იდეა, რომ ეს მშვიდობისთვის გაკეთდეს, აბსურდულია.