პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჯერ არ ყოფილა მსჯელობა, თუ რა ფორმით ჩაერთვება ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში:
„ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა, რა ფორმით მოხდება ეს, საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს პირველ რიგში ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ამაზე მსჯელობა იქნება გუნდში", - განაცხადა კობახიძემ.