logo_geo
eng_logo
მეეზოვეები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, მეტროს კონტროლიორები, დასუფთავების მანქანის და ავტობუსის მძღოლები მე-13 ხელფასს მიიღებენ
- +

23 დეკემბერი. 2016. 12:01


თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ.


მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები და მათ ნაცვლად მეცამეტე ხელფასს მიიღებს მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები.


ჯაბა სამუშიას თქმით, მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა სწორედ ამ პირების მეცამეტე ხელფასისასთვის გაიცემა.


ჯაბა სამუშიას განცხადებით, ეს ადამიანები საჭიროებენ წახალისებას. მან საუბრისას ვერ დააკონკრეტა რა რაოდენობის პირი მიიღებს მე-13 ხელფასს. განაცხადა, რომ ამ პირთა რაიოდენობის დათვლა მოხდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner