თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიიდან პერვინ ბულდანი თურქეთის პოლიციამ დააკავა.
„თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩვენი დეპუტატი სტამბოლიდან პერვინ ბულდანი დღეს, დილით, საკუთარ სახლში სტამბოლში უკანონოდ დააკავეს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.