დღეს გუდაურში ახალი საბაგირო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.
საბაგიროს მშენებლობა განახორციელა Black sea Group-მა, კურორტზე კი დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო.
ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია. ეს არის 2400-მეტრიანი, 6-კაციანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო და ორი საჩოჩიალო, როგორც ამას გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა.