logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: მასწავლებლებს, რომლებსაც ამ წიგნების მიხედვით უნდა ეხელმძღვანელათ, ჩაუტარდათ რამდენიმე ტრენინგი
- +

15 თებერვალი. 2016. 13:34


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „რეპორტიორთან" სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოების" დანერგვის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, განათლების სისტემის მეშვეობით ბავშვისთვის ბავშვობის წართმევა დანაშაულია და ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი ექსპერიმენტები დაუშვეს, ძალიან მწარე შედეგებს იმკიან.


„მე და საზოგადოების" შესახებ ცნობილი გახდა გამოცდების ეროვნული ცენტრის  საიტიდან, სადაც დაიდო სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის „კომპასი" და „კომპასიტო". მასწავლებლებს, რომლებსაც ამ წიგნების მიხედვით უნდა ეხელმძღვანელათ,  ჩაუტარდათ რამდენიმე ტრენინგი. პროცესებმა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა საპატრიარქოსთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იყო სტანდარტის დადგენაზე. საბოლოოდ ეს სახელმძღვანელოები საიტიდან წაიშალა.

 

ახლა განათლების სამინისტრო ყველაფერს უარყოფს. ისიც სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტრო არათუ აპირებს მსგავსი საგნის პროგრამაში შეტანას, არამედ ადრინდელ მცდელობასაც კი უარყოფს. ზოგადად  შედეგზე ვარ ორიენტირებული, რადგან განათლების სამინისტრომ უარყო, რომ საერთოდ აპირებდა ამ საგნის სასკოლო პროგრამაში შეტანას, აღარ ვაპირებ ამ თემის განხილვას, მთავარი შედეგია.

 

ეს პროგრამა რომ განხორციელებულიყო, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებდით, ბავშვის გონება სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს. ადრეულ ასაკში მსგავსი სწავლება იწვევს ბავშვის ფსიქიკის დარღვევას.

 

განათლების სისტემის მეშვეობით ბავშვისთვის ბავშვობის წართმევა დანაშაულია, განათლების სისტემაში ეს დაუშვებელია. ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი ექსპერიმენტები დაუშვეს, ძალიან მწარე შედეგებს იმკიან.

 

მართალია,  ჩვენ უნდა დავიხვეწოთ, მაგრამ ყველაფერი ტრადიციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. სასიხარულოა, რომ საზოგადოების და საპატრიარქოს ჩართულობის წყალობით მოვლენები ასე განვითარდა", - განაცხადა მანჯავიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner