logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: საქართველო NATO-ს წევრი მაინც გახდება
- +

18 თებერვალი. 2016. 12:25



NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდთან" საუბარში განაცხადა, რომ ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო NATO-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს.


 

„2008 წლის კონფლიქტი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ართულებს. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არა, მაგრამ მაინც მოხდება.
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასატარებელი რეფორმები, რომელზეც მხარეები ამჟამად მუშაობენ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს NATO-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner