logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს
- +

23 დეკემბერი. 2016. 13:27


სასტუმრო „რედისონში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებენ.


არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება და კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა ხმის უფლების მქონე დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტმა.


დელეგატებს შორის არიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და 5 არაოლიმპიური სახეობა. ასევე დელეგატებად არიან რეგისტრირებული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი და თენგიზ გაჩეჩილაძე. სულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი მონაწილეობს. სხვა დელეგატის ნაცვლად ხმის მიცემა არ შეიძლება. კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის შედეგებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესიის დელეგატებს გააცნობს, რის შემდეგაც მოხდება კენჭისყრის შედეგების დამტკიცება.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევა 4 წლის ვადით ხდება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner