სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი იტალიაში, მილანში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკო მინიტი მომხდართან დაკავშირებით უახლოეს წუთებში პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი - დაშავდა.