logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არასწორი იქნება...
- +

24 მარტი. 2016. 13:22



„ბიძინა ივანიშვილი ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში, არ იქნება სწორი..." - ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს:

 

„ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას. ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა. ასეთი რაღაცეები, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე", - განაცხადა კახა კალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner