logo_geo
eng_logo
9 ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირდა
- +

23 დეკემბერი. 2016. 15:28


 


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 9 ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ერთი მათგანის გაიზარდა. სემეკმა დღევანდელ სხდომაზე დაადგინა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა და ასევე „ზაჰესის" ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები.


აწჰესის მოქმედი ტარიფი იყო 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.865 თეთრი.


რიონჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.301 თეთრი.

საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი.

ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი.

ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი.

გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი.

ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი.

შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი.

ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.

„ზაჰესი" - იყო 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი.


ტარიფები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner