ლიბიაში, სავარაუდოდ, ორმა პირმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, რომელიც ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს ეკუთვნის. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება.
ბოლო ინფორმაციით, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ მალტაში დაეშვა. გამტაცებლები ლაინერის აფეთქებით იმუქრებიან.