logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო
- +

23 დეკემბერი. 2016. 15:57


 


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო, ასევე ეს იყო თავდასხმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე.


გულწრფელად გეტყვით, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმ თეზისისადმი, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე მოხდა, რომ ეს იმ ხალხმა გააკეთა, ვისაც სურდა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ზიანი მიეყენებინა. მაგრამ ახლა, ჩვენს ელჩზე თავდასხმის შემდეგ, რომელიც სპეცრაზმის თანამშრომელმა ჩაიდინა, მე უკვე იძულებული ვარ ჩემი აზრი შევცვალო. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, დესტრუქციული ელემენტების შეღწევა თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, თურქეთის ჯარში - ამას ღრმა ხასიათი აქვს. არ მაქვს უფლება ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ეს ფაქტია და ეს ხდება, ჩვენ ამას ვხედავთ.

შეუშლის თუ არა ეს ხელს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას? - არა, არ შეუშლის, ვინაიდან ჩვენ გვესმის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობა", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner